logo
ENG



გუმათში ვითარება დაძაბულია - ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული [ვიდეო]

27 მაი 202121:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/27/msh03lxan2pwnme.jpg

სოფელ გუმათში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება და რკინის ჯებირია აღმართული, ხმაურია.

რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირს ხელებს ურტყამენ და ჩაკეტილ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას მათ არ აძლევენ. საპირისპირო მხარეს ადგილზე შეკრებილებს პოლიცია აწვება. ადგილზე ვითარება დაძაბულია. 

ნამახვანჰესის მშენებლობის საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მოქალაქეები სახლებისკენ წასვლას ცდილობენ. 

"სახლების მიმართულებით წასვლას ვცდილობთ მეტი არაფერი. პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ეს სამარცხვინო ბარიკადი აიღონ. ეს არის რეპრესიების სიმბოლო დამოუკიდებელ საქართველოში. ეს სამარცხვინო ბარიკადი, რომელიც სახლში წასვლაში გვიშლის ხელს თითოეულ ჩვენგან", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

არსებული ინფორმაციით, ჭყლეტაში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა და ისინი ადგილიდან განარიდეს

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. დაკავებულების შესახებ ინფორმაციას დაზუსტებას ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. 

შსს-მ გუმათჰესთან აქციის მონაწილეების მიერ ბრახუნის გამო რკინის ჯებირების დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო. მათი განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. უწყება, ასევე აცხადებს, რომ სამინისტრო დეტალურად სწავლობს ფაქტს და  შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

 
 
 

close დახურვა